დღეს ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo გვამცნო, რომ „პარი სენ ჟერმენსა“ და ზინედინ ზიდანის შორის პრინციპული შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც ფრანგი სპეციალისტი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში მისი ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა პარიზელთა ქომაგები გაახარა, მაგრამ გავლენიანი ჟურნალისტი რომეინ მოლინა, რომელიც სხვადასხვა დროს BBC-ში, CNN-ში, The Guardian-ში და The New York Times-ში მუშაობდა, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მოლინას თქმით, ზიდანმა ყველანაირი შეთანხმება უარყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა არ ნებდება და ფრანგი მწვრთნელი პრიორიტეტია. მიუხედავად ამისა, დრო იწურება და გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება. „პარი სენ ჟერმენმა“ პოჩეტინო გაუშვა და ახლა კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი კრისტოფერ გალტიეს კანდიდატურას განიხილავს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნასერ ალ-ხელაიფი ზინედინ ზიდანით შეპყრობილია და მის გადმოსაბირებლად აბსოლუტურად ყველაფერზეა წამსვლელი. L’equipe-ს ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ასტრონომიული ხელფასის დანიშვნას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა პირველი უარი მას შემდეგ თქვა, რაც კილიან მბაპე პსჟ-ში დარჩა და „რეალში“ არ გადავიდა.