მოდრიჩი: 10 დღეში 4 თამაშის გამართვა არაადამიანურია
14 ივნისი 2022, 13:04
გუშინ, ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფის მე-4 ტურში ხორვატიის ნაკრები სტუმრად საფრანგეთს შეხვდა და ლუკა მოდრიჩის გოლით მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება არაადამიანურია.

რა თქვა მოდრიჩმა: ეროვნული ნაკრებისთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, იქნება ეს ამხანაგური, თუ ერთა ლიგის მატჩი. პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეს თამაშები როდის ჩატარდება. ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ 10 დღეში კიდევ 4 თამაშის ჩატარება უბრალოდ არანორმალური და არაადამიანურია. მაგრამ როდესაც ამ ფორმას იცვამ, მაშინ მაქსიმუმიც უნდა აჩვენო. 4 თამაშში 7 ქულა ავიღეთ და ამისთვის ძალები სრულად გავეცით. მართალია, პირველი მატჩი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ და მომდევნო სამ შეხვედრაში 7 ქულის მოპოვება შევძელით.
ცნობითვის, ერთა ლიგის A დივიზონის პირველ ჯგუფში ლიდერი 9 ქულით დანიის ნაკრებია, მეორე პოზიციაზე 7 ქულით ხორვატია იმყოფება, მესამეზე 4 ქულით ავსტრიაა, ბოლო ადგილს კი 2 ქულით საფრანგეთის ნაკრები იკავებს.

[v]https://streams.ge/repository/FRA-CRO.13.06.22_enc_2.mp4[v]
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მოდრიჩი: 10 დღეში 4 თამაშის გამართვა არაადამიანურია