იტალიურ პრესაში „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარი არ წყდება. იტალიელი ჟურნალისტები „კვარას“ ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას ყოველდღიურად აფიქსირებენ და მას წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ.
[safetyorange] ფედერიკო კასოტი (DAZN-ის ჟურნალისტი🙁 „ერთა ლიგის მატჩებისას, კვარაცხელიამ ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც დიდი კლუბების რადარებს მიღმა იმყოფება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია". მაურიციო პისტოჩი (ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი🙁 „კვარაცხელია ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერია და მეტოქესთან ერთი-ერთზე შესანიშნავია. იგი იტალიურ ფეხბურთში უნდა გამოიცადოს, მაგრამ შესაძლებლობები და უნარები აქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“. პაოლო დელ გენიო (სატელევიზიო არხ Tele A-ს ჟურნალისტი🙁 „გახდება კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელი? პირადად მე, მას ლავეცის ვადარებ, თუმცა შედარებებს რისკი ყოველთვის ახლავს და ვიღაცამ შესაძლოა, იფიქროს, რომ ვაჭარბებ. თავისუფლად შეგვიძლია, რომ ნიჭის მხრივ, ეს ბიჭი ისეთ ფეხბურთელებს შევადაროთ, როგორებიც ლავეცი და კაკა არიან“. მასიმო გრილო (საფეხბურთო აგენტი🙁 „კვარაცხელიას ფანტაზიის შესანიშნავი უნარი აქვს. მას შეუძლია, მეურვე ჩამოიშოროს და ის საფეხბურთო მახასიათებლები აქვს, რომლებიც ყველა გუნდს სჭირდება“. [/safetyorange]
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.