საფეხბურთო სამყაროში სანაკრებო მატჩები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია შესული ერთა ლიგა, სადაც ბევრი მოულოდნელი რამ ხდება. ინგლისის ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და უშანსოდ 0:4 დამარცხდა.
მარკო როსის გაწვრთნილი ნაკრები ჯგუფში გალიდერდა. ჯგუფში, სადაც უნგრეთის გარდა ინგლისი, გერმანია და იტალია თამაშობენ.
პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა თანაბარი თამაში იხილეს. მომენტები ორივე გუნდს ქონდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ სტუმრებმა მოახერხეს. მე-16 წუთზე თავი სალაიმ გამოიჩინა და პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა.
მეორე ტაიმში, საუთგეიტის შეგირდების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მეტიც, ინგლისელებმა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს. 70-ე წუთზე სალაიმ დუბლი შეასრულა და უნგრეთის უპირატესობა განამტკიცა. მე-80 წუთზე კი ნაგიმ მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის მიწურულს, ანგარიში გამანადგურებელი დანიელ გაზდაგმა გახადა - 4:0
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, უნგრეთს 7 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. მეორე პოზიციას გერმანია იკავებს 6 ქულით, რომელმაც საკუთარ კედლებში იტალია 5:2 გაანადგურა. „სკუადრა აძურა“ კი 5 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო ინგლისი 2 ქულით ბოლოა..
[you400]https://streams.ge/repository/HUNGARY_15_06_2022_enc_2.mp4[/you400]