მოლაპარაკებები დაწყებულია - ბუდუ შესაძლოა თურქეთში გადავიდეს
15 ივნისი 2022, 21:08
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე „ანკარაგიუჯუს“ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ინფორმაციას თურქი ჟურნალისტი, ოსმან ჯენგიზი ავრცელებს და აცხადებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

საინტერესოა, რომ ჯენგიზის მიხედვით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული და დიდი შანსია, ბუდუ გიორგი ბერიძის თანაგუნდელი გახდეს, რომელიც თურქულ კლუბს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა. ამ ეტაპზე, ფინანსურ საკითხებზე არაფერი იწერება და მხოლოდ „ანკარაგიუჯუს“ ინტერესზეა საუბარი.

ÖZEL!???? #Transfer

Süper Lig'in yeni takımı #Ankaragücü transfer çalışmaları kapsamında
Bir dönem Malatyaspor'da oynayan orta saha Afriyie Acquah,
Gürcü forvet Budu Zivzivadze ile görüşmelerini büyük ölçüde ilerletti!

Gürcü kanat Giorgi Beridze resmi sözleşme imzaladı!#Georgia pic.twitter.com/QtcDEyyev8

— Osman Cengiz (@osmcengizz) June 14, 2022
შეგახსენებთ, რომ ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატში, „უიპეშტის" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოში), მის აქტივში 11 გოლი და 2 საგოლე პასია. უნგრეთის თასზე ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1/4-ფინალში მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში კი - 90 წუთი.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, წლეულს სასტარტოში სამჯერ ითამაშა და სამივე შეხვედრაში გოლი შეაგდო (ამხანაგურში ბოსნიას გაუტანა, ერთა ლიგაზე ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას). საერთო ჯამში, საკლუბო და სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, თუ მხოლოდ სასტარტოში ჩატარებულ მატჩებს ჩავთვლით, ბუდუმ 15 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | მოლაპარაკებები დაწყებულია - ბუდუ შესაძლოა თურქეთში გადავიდეს