ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სიტის“ წინააღმდეგ უეფაში სარჩელი შეიტანა. ლა ლიგის თქმით, ფრანგული და ინგლისური კლუბები ფინანსურ ფეარ პლეის არღვევენ და ამის გამო უნდა დაისაჯონ.
[c] [/c]
„ვთვლით, რომ პარი სენ-ჟერმენისა და სიტის პრაქტიკა საფეხბურთო ეკოსისტემას ანადგურებს და ყველა ევროპულ კლუბსა და ჩემპიონატს ზიანს აყენებს. მათი ქმედებები სატრანსფერო ბაზრის ხელოვნურად გაბერვას ემსახურება, ეს კი კეთდება ფულით, რომელიც ფეხბურთს არც კი მოუტანია. სიტის წინააღმდეგ სარჩელი აპრილში შევიტანეთ, ხოლო გასულ კვირაში პარი სენ-ჟერმენის საკითხის თაობაზე მივმართეთ. გარდა ამისა, ლა ლიგა შვეიცარიაში და საფრანგეთში მდებარე საადვოკატო კომპანიებს დაუკავშირდა, რათა ევროკავშირისა და ფრანგულ ინსტიტუტებში ადმინისტრაციული და იურიდიული ზომების გატარება მოხდეს“, - წერს ლა ლიგა.
[c] [/c]
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ამ თემაზე ტებასმა ისაუბრა და განაცხადა: „პსჟ-ს 200 მილიონიანი ზარალი ექნება, ვალი კი უკვე 300 მილიონია და ამის მიუხედავად, მბაპესთან კონტრაქტს მაინც აგრძელებენ. მათ მოტყუება მოუწევთ. არ ვიცი, შესაძლოა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ვინმეს ფულიც კი გადაუხადონ. ამ ყველაფერმა გამოძიების გარეშე არ უნდა ჩაიაროს“