სესკ ფაბრეგასმა "მონაკო" დატოვა
19 ივნისი 2022, 13:33
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელს სესკ ფაბრეგასმა „მონაკო“ დატოვა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

35 წლის ნახევარმცველმა მონეგასკურ კლუბში 2019 წლის იანვრიდან ითამაშა და 68 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ის მოედანზე მხოლოდ ხუთჯერ გამოჩნდა.

ესპანელი, რომელსაც „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ უთამაშია, თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | სესკ ფაბრეგასმა "მონაკო" დატოვა