ჩელსი დარწმუნებულია, რომ სტერლინგს გაიფორმებს
19 ივნისი 2022, 22:24
რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტის“ დატოვებასთან ახლოსაა. 27 წლის ინგლისელის შეძენით ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება და მის გაფორმებაში დარწმუნებულებიც არიან.

ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დიმარციო ავრცელებს და წერს, რომ ტომას ტუხელს სტერლინგის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი. გერმანელი სპეციალისტი მისი სათამაშო სტილის დიდი თაყვანისმცემელია და თავის გუნდში მოიაზრებს.

წყაროს ცნობით, „ჩელსის“ სტერლინგის შეძენა 35 მილიონ ფუნტად შეეძლება.

გასულ სეზონში რაჰიმმა პრემიერ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ჩელსის მფლობელი გუნდში დიდ ინვესტიციებს აანონსებს
ამერიკული კონსორციუმი, რომელსაც ტოდ ბოელი ხელმძღვანელობს გუნდში სიახლეებს აანონსებენ.

[dotss] [/dotss]

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ „ჩელსის“ ახალი მფლობელები. ჩვენ ყველაფერს 100%-ით შევისწავლით და კლუბის მართვას მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდებით - ყოველი მატჩის ყოველ წუთს. ჩვენი, როგორც მფლობელების ხედვა ნათელია: გვინდა, რომ კლუბით ყველა გულშემატკივარმა იამაყოს“.
- ამბობს ბოელი.
კომენტარები (4)
ავატარი Iunaitedi19 ივნისი 2022, 23:11
Realshi wava
ავატარი Hazard19 ივნისი 2022, 23:12
Iunaitedi, რეალი არაა დაინტერესებული სტერლინგით
ავატარი Iunaitedi19 ივნისი 2022, 23:14
Lampard, 😃 dainteresdebatqo eg vtqvi mec 😃
ავატარი Hazard19 ივნისი 2022, 23:15
Iunaitedi, ისედაც გაავსეს რეალი ზანგებით და რა გასაკვირია 😃
სიახლეები | Hazard | ჩელსი დარწმუნებულია, რომ სტერლინგს გაიფორმებს