გადაწყდა - პსჟ გალტიეს სანაცვლოდ ნიცას 10 მილიონს გადაუხდის
21 ივნისი 2022, 01:10
„პარი სენ ჟერმენი“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია. უკვე ცნობილია, რომ გუნდს მაურისიო პოჩეტინო დატოვებს. ნასერ ალ-ხელაიფს დიდი ხნის განმავლობაში სურდა ზინედინ ზიდანის მოყვანა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა უარი განაცხადა. პარიზული გრანდის ახალი სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი სხვა მწვრთნელზე გადაერთო. საუბარი „ნიცას“ დამრიგებელზე კრისტოფერ გალტიეზეა. მოლაპარაკება საკმაოდ გაიწელა და კამპოსს იმედი გადაწურული ჰქონდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა. ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’EQUIPE გვამცნობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და პსჟ „ნიცას“ გალტიეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის.rnrnრაც შეეხება პოჩეტინოს, არგენტინელი სპეციალისტის ოფიციალურად გაშვება მიმდინარე კვირაში, კონკრეტულად კი ხუთშაბათს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ მაურისიოს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი არ აპატიეს.
კომენტარები ჯერ არ არის