ორი შეთავაზება იუვენტუსს - ნეიმარი და რონალდუ ტურინულ გრანდში?
21 ივნისი 2022, 15:42
იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Calciomercato წერს, რომ ტურინის „იუვენტუსს“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ნეიმარის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების შანსი აქვს.rnrnიტალიური გამოცემის მიხედვით, პარიზელთა ახალი სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუში „ბიანკონერის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და „ნეის“ იჯარის წესით გადაყვანა შესთავაზა. პსჟ-ს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვა სურს და რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს. ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია და „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, იჯარით გაშვების შემთხვევაში, მისი ყოველწლიური ანაზღაურების ნაწილი დაფაროს.rnrnბრაზილიელი შემტევის გარდა, „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმების შანსსაც მიიღებს. Calciomercato-ს ცნობით, პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებს უახლოეს დღეებში დაუკავშირდება და თავისი კლიენტის გაფორმებას შესთავაზებს. იტალიური გამოცემის მიხედვით, რონალდუ „იუვეს“ დატოვებას ნანობს და დაბრუნება სურს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს, ამისთვის კი თანახმაა, ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.rnrnშეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ პაულო დიბალამ დატოვა და „ბიანკონერის“ კვალიფიციური შემტევის დამატება ნამდვილად სჭირდება. „ბებერი ქალბატონი“ დიდი თანხების დახარჯვას არ აპირებს, მაგრამ ასეთი დონის ფეხბურთელებზე უარის თქმა გაუჭირდებათ.
კომენტარები ჯერ არ არის