რონალდუს მცველმა 2-მილიონიანი ბუგატი დაუმტვრია
21 ივნისი 2022, 15:43
გამოქვეყნებულ სურათებში ჩანს, რომ ფრანგული ჰიპერქარი აგურის კედელს შეეჯახა. როგორც ამბობენ, ავტომობილი მოსახვევში ზედმეტად მაღალი სიჩქარით შევიდა.rnrnDaily Mail-ის თანახმად, პირადი მცველი ავტომობილიდან გადმოვიდა და პორტუგალიელის სხვა ავტომობილში გადაჯდა. საქმის მოგვარება კი პოლიციას მიანდო. იტალიური მედიის ცნობით, Veyron-ი ადგილიდან ევაკუატორმა წაიყვანა.rnrnავტომობილს წინა ნაწილი დაუზიანდა. შესამჩნევი ზიანი ბამპერსა და სპლიტერს მიადგა. მგზავრის მხარეს Veyron Grand Sport Vitesse-ს უფრო სერიოზული დაზიანებები აქვს და მისი შეკეთება მარტივი არ იქნება.rnrnბრიტანული გამოცემის თანახმად, ავარიაზე სრული პასუხისმგებლობა პირადმა მცველმა აიღო.rnrn„ავტომობილი კედელს შეეჯახა. ავარიაში არავინ დაშავებულმა. მძღოლმა შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. მძღოლზე და ავარიის მიზეზზე მეტ ინფორმაციას პოლიცია ფლობს და საჭიროების შემთხვევაში უფრო ფართო გამოძიება ჩატარდება“, - წერს Daily Mail.rnრონალდუმ მალიორკაზე იშვიათი Bugatti-ს გარდა, Mercedes-Benz G-Class-იც წაიყვანა. 2021-2022 წლის სეზონში ფეხბურთელმა $125 მილიონი უნდა გამოიმუშაოს. ამიტომ, დაზღვევის არ ქონის შემთხვევაშიც, პორტუგალიელს ავტომობილის შესაკეთებლად საკმარისზე ბევრად მეტი თანხა აქვს.
კომენტარები (1)
ავატარი Hazard21 ივნისი 2022, 16:51
შენ იყავი კარგად თორე ჯართის დედაც არ მოვტყანო 😃 რონალდუს უთქვამს
სიახლეები | Hazard | რონალდუს მცველმა 2-მილიონიანი ბუგატი დაუმტვრია