მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ ლორენცო ინსინიემ დატოვა „პარტენოპეიმ“ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. იტალიური კლუბი ქართველ ფეხბურთელს სწორედ ინსინიეს შემცვლელად მოიაზრებს.
Football Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა „კვარას“ ერთით ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს. დრაის მერტენსს კონტრაქტი 2 დღეში, 30 ივნისს ეწურება. ბელგიელი ფეხბურთელის აგენტმა „ნაპოლის“ 1-წლიანი ხელშეკრულება მოსთხოვა, მაგრამ კლუბმა უარი განაცხადა.
ვეტერან შემტევს კიდევ აქვს იმედი, რომ დარჩენილ ორ დღეში რაიმე შეიცვლება, მაგრამ „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობა თავის პოზიციაზე მყარად დგას. გავრცელებული ინფორმაციით, მერტენსის გადაბირებით „ლაციო“ და „ანტვერპენი“ ინტერესდებიან.