შეთანხმება მიღწეულია - რაფინია ჩელსიში ითამაშებს
29 ივნისი 2022, 00:08
ბოლო პერიოდში რაფინიას საგა საკმაოდ აქტუალურია. „ლიდსის“ შემტევს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. ყველაზე დიდ ინტერესს კი მის მიმართ „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ იჩენდნენ. მეტიც, კატალონიურ გრანდს პირადი შეთანხმებაც კი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ლიდსი“ და „ჩელსი“ ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და მომავალი სეზონიდან რაფინია „არისტოკრატების“ ღირსებას დაიცავს.

რომანო სატრანსფერო ღირებულებად 65 მილიონ ევროს ასახელებს. კლუბებს შორის ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მხოლოდ რაფინიასთან დარჩა პირადი დეტალები გასარკვევი.

@@@

შეგახსენებთ, რომ „ლიდსი“ რაფინიას თავდაპირველად 50 მილიონ ევროს აფასებდა და „ბარსელონასთან“ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა „ბლაუგრანამ“ ფინანსური კრიზისის გამო ბრაზილიელი შემტევი ვერ შეიძინა. ამის შემდეგ, „ლიდსმა“ ფასი 15 მილიონით გაზარდა და ამჯერად „ტოტენჰემი“ გამოჩნდა რადარზე, თუმცა, როგორც ხედავთ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული „ჩელსი“ გამოვიდა.

კომენტარები (7)
ავატარი Hazard29 ივნისი 2022, 00:09
ეს ვინაა თუ ვიცოდე მევიყო კუ
ავატარი Iunaitedi29 ივნისი 2022, 00:22
Lampard, რაამბავია ამაში 50
ავატარი Hazard29 ივნისი 2022, 00:23
Iunaitedi, დიდი არაფერი ყოფილა, რაამბავია და ეგაა შენი ამერიკა, მასე ყლეურად იხდიან ამერიკელები ფულებს
ავატარი Iunaitedi29 ივნისი 2022, 00:24
Lampard, amerika adre ariyo? 😃 vinixdida amdens aset fexburtelshi
ავატარი Hazard29 ივნისი 2022, 00:25
Iunaitedi, მაგუაიერში მე გადავიხადე ფული ? 😃 ჩელსიში არ იყო ამერიკელი აქამდე და სხვისი არვიცი
ავატარი Iunaitedi29 ივნისი 2022, 00:26
Lampard, droa egeti. Adre faqtia ase ariyo. Fulis keteba gaxda mxolod orioroteti da egaa
ავატარი Hazard29 ივნისი 2022, 00:28
Iunaitedi, ზოგადად ამერიკელები ასე უაზროდ იხდიან, მაგათი სოქერის ტრანსფერები რო ნახო გამოყლევდები ისეთი თანხებია
სიახლეები | Hazard | შეთანხმება მიღწეულია - რაფინია ჩელსიში ითამაშებს