ოფიციალურად - კრისტენსენი ბარსელონას ფეხბურთელია
4 ივლისი 2022, 21:36
ცნობილი იყო, რომ ანდრეას კრისტენსენი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კატალონიურ გრანდს ოფიციალური განცხადება დღემდე არ ჰქონდა გაკეთებული.

დღეს კი „ბლაუგრანამ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დანიელი უკანახაზელი მათ რიგებს შეუერთდა. მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და კრისტენსენის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.
@@@
შეგახსენებთ, რომ ანდრეასი „ბარსელონას“ ლონდონის „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 26 წლის ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, კრისტენსენმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 160-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

@@
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ოფიციალურად - კრისტენსენი ბარსელონას ფეხბურთელია