ფრანკ რიბერი 2013 წელს ოქროს ბურთის კენჭისყრის შედეგებს უსამართლოდ მიიჩნევს და ამის შესახებ პრესასთან კიდევ ერთხელ საუბრობს.
@@@
[c]„ეს იყო უსამართლო. ის სეზონი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და ჯილდო მე უნდა მომეგო. მათ გაახანგრძლივეს ხმის მიცემის ვადა და რაღაც უცნაური მოხდა. ვგრძნობდი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“,[/c]
- თქვა რიბერიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.
2013 წელს ფიფამ ისტორიაში პირველად გადაწყვიტა ოქროს ბურთისთვის ხმის მიცემის ვადის გახანგრძლივება 15 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე, ხოლო მათ, ვინც ადრე მისცა ხმა, სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ შეეცვალათ აზრი.
შედეგად, ოქროს ბურთი კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, რომელიც მაშინ მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და ხმების 27,99% მოიპოვა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის (24,72%, მე-2 ადგილი) და რიბერის (23,36%, მე-3 ადგილი) გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ რიბერიმ 2012/13 სეზონში „ბაიერნთან“ ერთად ტრიპლეტი მოიგო - ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.