ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ამბავი ფრენკი დე იონგის მომავალია. დიდი ხნის განმავლობაში, ნიდერლანდელ ნახევარმცველს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ.
@@@
არავისთვის არის ახალი, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ შეთავაზება გააკეთეს, მაგრამ თავად ფრენკი ამის წინააღმდეგია. განსხვავებული აზრი ჰქონდა კლუბს, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი შეიცვალა.
@@@
ლაპორტამ განაცხადა, რომ ის დე იონგს არსად არ გაუშვებს. ამ გადაწყვეტილებით კი თავად ფეხბურთელი ბედნიერია. გამოცემა SPORT საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
@@@
როგორც გაირკვა, დე იონგს რამდენიმე მიზეზი აქვს, რის გამოც „მანჩესტერში“ გადასვლა არ უნდა.
@@@
1. „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე არ არის.
@@@
2. დაულაგებელი სიტუაცია „იუნაიტედში“
@@@
3. ცუდი ამინდი მანჩესტერში
@@@
4. დე იონგს ბარსა ბავშვობიდან უყვარს და კლუბში მაღალი ხელფასი აქვს.