ბარსას ასპილიკუეტას სანაცვლოდ 8 მილიონის გადახდა არ უნდა
10 ივლისი 2022, 18:31
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. გამონაკლისი არც „ბარსელონა“ გახლავთ. კატალონიურ გრანდი რამდენიმე ფეხბურთელის გადმოყვანას ცდილობს.

ერთ-ერთი ასეთ სესარ ასპილიკუეტაა, რომელსაც ლონდონის „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. აქედან გამომდინარე, „არისტოკრატები“ ესპანელი მცველის გაყიდვას დათანხმდნენ, რადგან მათ, რა თქმა უნდა, ფინანსური სარგებლის მიღება სურთ.

რამდენიმე კვირაა „ბლაუგრანა“ სესარის გადაბირებას ცდილობს და წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. პრობლემას კვლავ ტრანსფერისთვის საჭირო თანხები ქმნის. მოგეხსენებათ, ბარსას ფინანსური კრიზისი აქვს და მინიმალურის დახარჯვას ცდილობს. ლონდონური კლუბი საკუთარ კაპიტანს 8 მილიონ ევროდ აფასებს.

GOAL-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ აღნიშნული თანხის გადახდა არ სურს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სატრანსფერო ღირებულება დაწიოს. აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ შესაძლოა ლაპორტა იანვრის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდოს, რათა ფასი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი კიდევ რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს. საუბარი რაფინიაზეა. „ლიდსის“ შემტევმა კატალონიელებს მის შესაძენად 48 საათი მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაზილიელი ფეხბურთელი გეზს ლონდონის „ჩელსისკენ“ აიღებს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ უსმან დემბელეს კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ბარსა რაფინიას აღარ იყიდის და აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გააკეთებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | ბარსას ასპილიკუეტას სანაცვლოდ 8 მილიონის გადახდა არ უნდა