„ბრაიტონმა“ „სიტის“ კუკურელია არ მიჰყიდა
21 ივლისი 2022, 21:51
„ბრაიტონმა“ „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი ნახევარმცველი, მარკ კუკურელია არ მიჰყიდა - გვამცნობს The Athletic.
@@@
წყაროს ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ „თოლიებს“ 23 წლის შუახაზელში 30 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. „ბრაიტონს“ კუკურელიაში 50 მილიონის მიღება სურს.
@@@
„სიტი“ მეტს გადაიხდის და კიდევ შეეცდება კუკურელიას გადაბირებას, ოღონდ „ბრაიტონმაც“ ფასი ცოტა უნდა შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხოსეპ გვარდიოლა უფრო იაფი კანდიდატის ძებნას დაიწყებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | „ბრაიტონმა“ „სიტის“ კუკურელია არ მიჰყიდა