რონალდუმ „მანჩესტერს“ კონტრაქტის შეწყვეტა მოსთხოვა
28 ივლისი 2022, 12:30
კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას კონტრაქტის შეწყვეტა მოსთხოვა - გვამცნობს Daily Mail.
@@@
წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. მაგრამ „მანჩესტერი“ მის გასაშვებად მზად არ არის.
@@@
რონალდუ „იუნაიტედში“ შარშან ზაფხულს დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.
@@@
ასევე ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ 30 ივლისს „ატლეტიკოსთან“ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. 31-ში კი „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მანკუნიანელთა მეორე შემადგენლობასთან ერთად ითამაშებს.
კომენტარები (0)
კომენტარები ჯერ არ არის
სიახლეები | Hazard | რონალდუმ „მანჩესტერს“ კონტრაქტის შეწყვეტა მოსთხოვა