@@@
„ბენზემა ცუდ ფორმაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ვარჯიშობდა. ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება.
@@@
საერთოდ, ბევრს ვმუშაობთ და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები არიან. „იუვენტუსთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ მოვუკლებთ დატვირთვებს და ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ უეფას სუპერთასისთვის მზადებას.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
@@@
უეფას სუპერთასის მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე. მადრიდის „რეალი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.