„ბარსელონა“ ჟიულ კუნდეს ტრანსფერის დასრულების შემდეგ, სესარ ასპილიკუეტაზე გადაერთვება. წერს ფაბრიციო რომანო.
@@@
როგორც მოგეხსენებათ, „ბლაუგრანამ“ კუნდეს ტრანსფერი 99%-ით დახურა და ფრანგის გაფორმება მალე ოფიციალურად გამოცხადდება. სიაში კი მომდევნო „ჩელსის“ კაპიტანია.
@@@
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიელები 32 წლის ესპანელს დაუკავშირდნენ და დაუდასტურეს, რომ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები გრძელდება და მას შეუძლია მშვიდად იყოს.
@@@
ამ დროისთვის გუნდები სრულ შეთანხმებას ვერ ახერხებენ, რადგან „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ასპილიკუეტას გუნდში დარჩენის მომხრეა.
@@@
სატრანსფერო თანხად დაახლოებით 4-5 მილიონი ევრო სახელდება.
@@@
შეგახსენებთ, რომ თუ „ასპი“ „ბარსელონაში“ გადავიდა, ეს კატალონიელთათვის კესის, კრისტენსენის, რაფინიას, ლევანდოვსკისა და კუნდეს შემდეგ, რიგით მე-6 ახალწვეული იქნება.