„ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს.
@@@
თურქული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის „დინამოს“ მასპინძლობდა. „ფენერი“ 0:1-ს აგებდა და თან მოედანზე კაცნაკლული იყო.
@@@
57-ე წუთზე ვიტალი ბუალსკიმ ანგარიში გახსნა და გოლი მასპინძელთა ქომაგების თვალწინ გამომწვევად აღნიშნა, რასაც თურქი გულშემატკივრების მხრიდან ვლადიმერ პუტინის სახელის სკანდირება მოჰყვა: „ლა ლა ლა, ვლადიმერ პუტინ!“ - მღეროდნენ ქომაგები.
@@@
ამ ჟესტით თურქმა ქომაგებმა უკრაინელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
@@@
89-ე წუთზე ატილა შალაიმ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
@@@
საბოლოოდ, მატჩი დამატებით დროში კიევის „დინამოს“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე უკრაინული კლუბი გავიდა.
@@@
შეხვედრის შემდეგ, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ პროდესტის ნიშნად პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს „ფენერბახჩეს“ ქომაგების საქციელის გამო მოხდა.