90-იანი წლების პირველი…



🇩🇪 🏆 90-იანი წლების პირველი ნახევრის ბუნდესლიგა წარმოუდგენელი კონკურენციით გამოირჩეოდა — ამ ხუთწლიან პერიოდში გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთმა სხვადასხვა კლუბმა მოიპოვა.

1991 წელს „კაიზერსლაუტერნმა“, კარლ-ჰაინც ფელდკამპის ხელმძღვანელობით, მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

1992 წელს კრისტოფ დაუმის „შვაბებმა“ ბუნდესლიგის ვერცხლის სინი აღმართეს. მოქმედმა ჩემპიონმა „კაიზერსლაუტერნმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა, „დორტმუნდი“ მეორე იყო, ხოლო „აინტრახტი“ — მესამე. მიუნხენის „ბაიერნისთვის“ სეზონი შოკისმომგვრელი გამოდგა — რეკორდმაისტერმა მე-10 ადგილი დაიკავა.

1993 წელს „მეფე“ ოტო რეჰაგელმა „ვერდერი“ ჩემპიონობამდე მიიყვანა და ბავარიულ გრანდს აჯობა. „შტუტგარტმა“ კი სეზონი იმედგაცრუებით, მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

1994 წელს „ბაიერნმა“ ტიტული დაიბრუნა. გუნდს სათავეში ლეგენდარული „კაიზერი“, ფრანც ბეკენბაუერი ედგა, რომელმაც 1993 წლის დეკემბერში ერიხ რიბეკი შეცვალა.

1995 წელს ოტმარ ჰიტცფელდმა „დორტმუნდი“ მწვერვალზე აიყვანა, რითაც გერმანულ ფეხბურთში „შავ-ყვითლების“ აღზევების ხანა დაიწყო. ჯოვანი ტრაპატონის პირველი მოსვლისას „ბაიერნს“ კვლავ პრობლემური სეზონი ჰქონდა და მეექვსე ადგილს დასჯერდა. გამოსარჩევია ფოლკერ ფინკეს „ფრაიბურგის“ შთამბეჭდავი მესამე ადგილი და ბერნდ კრაუსის „გლადბახის“ მეხუთე პოზიცია.

ფრანკფურტის „აინტრახტი“ კი ცალკე ქებას იმსახურებს. ამ პერიოდში გუნდმა ხუთიდან ოთხჯერ საუკეთესო ხუთეულში დაასრულა სეზონი. მათ შემადგენლობაში ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, როგორებიც უვე ბაინი, ტონი იებოა, ანდრეას მიოლერი და ჯეი-ჯეი ოკოჩა იყვნენ.

(წყარო: 90s Football)

კომენტარები 1

ავატარი
EstaDio.GE კარგი სტატიაა, ბრავო
ავატარი
მართლაც საინტერესო მასალაა! იმ პერიოდის ბუნდესლიგაში საოცარი კონკურენცია იყო — ყოველ წელს ახალი ჩემპიონი და ინტრიგა ბოლო ტურამდე. 90-იანების გერმანულ ფეხბურთს თავისი განსაკუთრებული შარმი ჰქონდა.