კრიშტიანუ რონალდუს შესაძლოა…
🚨 კრიშტიანუ რონალდუს შესაძლოა 1-დან 6 თვემდე ვადით დისკვალიფიკაცია მიესაჯოს! მიზეზი დანიაში პორტუგალიის ნაკრების საწვრთნელი ბაზის თვითნებურად დატოვებაა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო რეგლამენტის 160-ე მუხლის თანახმად, ფეხბურთელს, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებას საპატიო მიზეზის გარეშე დატოვებს, 1-დან 6 თვემდე ვადით თამაში აეკრძალება და 500-დან 1000 ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.
შეკრების საკუთარი სურვილით დატოვების გამო, CR7-ის მიმართ პრევენციული დისკვალიფიკაცია ავტომატურად უკვე ამოქმედდა.
გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაშიც კი, ის მოედანზე გასვლას და ნაკრების მაისურის მორგებას დაუყოვნებლივ მაინც ვერ შეძლებს.
(წყარო: RMC Sport)