საფრანგეთის ნაკრებში უდიდესი…



🚨💣 საფრანგეთის ნაკრებში უდიდესი სკანდალია! საქმე ეხება მოჰამედ „მომო“ სანჰაჯის, რომელიც ეროვნული გუნდის უსაფრთხოების სამსახურს 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს.

როგორც ირკვევა, სანჰაჯი ფრანგული ფეხბურთის ვარსკვლავებთან ახლო ურთიერთობას პირადი მიზნებისთვის იყენებდა — მათგან სესხებს, საჩუქრებს, მოგზაურობებსა და სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებდა.

სანჰაჯიმ 15-მდე ფეხბურთელისა და სხვადასხვა პირისგან, 440 000 ევროდ შეფასებული სახლის საყიდლად, სესხის სახით 215 000 ევრო მიიღო. აქედან 120 000 ევრო კილიან მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ ასესხა, 20-20 ათასი ევრო — რაფაელ ვარანმა, საბრი ლამუშიმ და ლორან ბლანმა, 15 000 ევრო — იან მ'ვილამ, ხოლო 7 500 ევრო — მატეო გენდუზიმ.

უსაფრთხოების უფროსი ზოგიერთ მათგანს სთხოვდა, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ. ის წერდა: „წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდარი ვარ“.

გარდა ამისა, ფაიზა ლამარიმ სანჰაჯის კბილების მკურნალობისთვის 7 000 ევრო გადაუხადა, ხოლო მბაპეს ოჯახი მას და მის ახლობლებს მოგზაურობებსა და სხვადასხვა ხარჯებს სრულად უფინანსებდა.

სანჰაჯისა და მბაპეს ოჯახს შორის იმდენად ახლო კავშირი იყო, რომ ლამარი მას დიდიე დეშამისთვის შეტყობინებების გადასაცემად იყენებდა. ეს ხდებოდა მაშინაც, როდესაც 2024 წლის ბოლოს მბაპე ნაკრებს მიღმა დატოვეს, ასევე საუბარი ეხებოდა რაიან შერკის საკითხსაც.

ფრანკ რიბერიმ სანჰაჯის სიცილიაში 6 000 ევროდ შეფასებული მოგზაურობა აჩუქა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების უფროსი მის ნათესავებს ადმინისტრაციული საბუთების მოწესრიგებაში დაეხმარა.

ცნობილმა შოუმენმა, ჟამელ დებუზმა სანჰაჯისა და მის ოჯახს მაროკოში, საკუთარ ვილაში უმასპინძლა. სანაცვლოდ, სანჰაჯიმ დებუზის შვილს კლერფონტენის პრესტიჟულ საწვრთნელ ბაზაზე ადგილი მოუგვარა.

პატრის ევრამ კი 2022 წელს სანჰაჯის 10 000 ევრო შესთავაზა, თუ ის ჩემპიონთა ლიგის ფინალზე („ლივერპული“ - „რეალი“) 80 ბილეთის შოვნას შეძლებდა.

ამჟამად მოჰამედ სანჰაჯის მიმართ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს და ის სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მისი წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სანჰაჯი ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში მისცემს.

(წყარო: L'Equipe)
ავატარი
EstaDio.GE კაი კაცი ყოფილა რას ერჩიან 😃
ავატარი
ტიპმა მთელი ნაკრები თავისი სახლის მშენებლობაზე დაასპონსორებინა 😃

მბაპეს დედისგან 120 000 ევრო რომ გამოართვა, ეგ იყო საერთოდ პიკი! 20 წელი ჩუმად აკეთებდა თავის „ბიზნესს“ და ახლა გაახსენდათ.
ავატარი
EstaDio.GE ხო მარა ძალით ხომ არ წაურთმევია და რაშია პრობლემა ვერ გავიგე
ავატარი
პრობლემა ინტერესთა კონფლიქტსა და ეთიკის ნორმების დარღვევაშია.

როცა ნაკრების უსაფრთხოების უფროსი ხარ, არ გაქვს უფლება იმ ფეხბურთელებისგან იღო ფინანსური სარგებელი, ვის უსაფრთხოებაზეც აგებ პასუხს. ეგ ითვლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად და გავლენით ვაჭრობად — ფედერაციის თანამშრომლისთვის ეგეთი რამ კატეგორიულად აკრძალულია.