ასტონ ვილა“ „ატლეტიკო…
🚨 „ასტონ ვილა“ „ატლეტიკო პარანაენსეს“ თავდამსხმელ კევინ ვივეროსის ტრანსფერზე მუშაობს. ბირმინგემელებმა ბრაზილიურ კლუბთან პირველი კონტაქტი უკვე დაამყარეს და 26 წლის კოლუმბიელს რეგულარულად აკვირდებიან.
ფორვარდის მიმართ ინტერესს „სანდერლენდიც“ იჩენს, რომელმაც ტრანსფერის პირობები უკვე გამოითხოვა. პარალელურად, ფეხბურთელის მიმართ პრემიერ ლიგის სხვა კლუბების ინტერესიც სულ უფრო იზრდება.
„ატლეტიკოში“ იმედოვნებენ, რომ დიდი კონკურენციის ფონზე ვივეროსის ფასი 25-35 მლნ ფუნტამდე გაიზრდება. კოლუმბიელს მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
(წყარო: TEAMtalk)