მას კარიერის განმავლობაში…
👀❓ მას კარიერის განმავლობაში ფეხბურთის უდიდეს ვარსკვლავებთან ერთად უთამაშია. ეს ხუთი თანაგუნდელი კი დაგეხმარებათ გამოიცნოთ, თუ ვისზეა საუბარი.
„აიაქსში“ ის იარი ლიტმანენის გვერდით თამაშობდა, რის შემდეგაც „მილანში“ გადაბარგდა, სადაც მისი ერთ-ერთი თანაგუნდელი პაოლო მალდინი გახლდათ. შემდეგ იყო „იუვენტუსი“ და ზინედინ ზიდანი, რასაც „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი და რონალდინიოსთან ერთად თამაში მოჰყვა.
„ტოტენჰემში“ მას რობი კეინთან ერთადაც უთამაშია, ასე რომ, მის კარიერაში ვარსკვლავების ნაკლებობა ნამდვილად არ ყოფილა. ამსტერდამიდან მილანამდე, ტურინიდან ბარსელონამდე და ჩრდილოეთ ლონდონამდე — მას გვერდით ყოველთვის უმაღლესი კლასის პარტნიორები ჰყავდა.
თუმცა, საფეხბურთო კარიერის მიწურულს მან ისეთი ნაბიჯი გადადგა, რასაც ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა — ის კლუბს შეუერთდა, რომლის ტრადიციული ფერებიც ნარინჯისფერი და შავია...
აბა, შეძლებთ გამოიცნოთ, ვინ არის ის?