გიორგი ქინქლაძემ „მანჩესტერ…
🚨🔵 გიორგი ქინქლაძემ „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივრებს მხარდამჭერი მიმართვა გაუგზავნა! კლუბი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაურკვეველ და რთულ პერიოდს გადის.
დამოუკიდებელმა კომისიამ „სიტი“ პრემიერ ლიგის ფინანსური წესების სერიოზულ დარღვევაში ცნო დამნაშავედ, რაც 9-სეზონიან პერიოდს მოიცავს. ბრალდებები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმასაც ეხება. კლუბის ხელმძღვანელობა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, სიმართლის დამტკიცებას აპირებს და გადაწყვეტილების გასაჩივრება უკვე დაადასტურა. ამ ეტაპზე სპორტული სანქციები ძალაში არ შესულა.
ქინქლაძემ კარგად იცის, რას ნიშნავს „სიტის“ გვერდით დგომა მაშინ, როცა საქმეები კარგად არ მიდის. ის „მეინ როუდზე“ 1995 წელს გამოჩნდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ქაოტურ პერიოდში ნამდვილ გმირად იქცა. სადებიუტო სეზონშივე „სიტი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა, თუმცა ქინქლაძე გუნდში დარჩა. მან ერთგულება კიდევ ერთი მძიმე სეზონის შემდეგაც შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ წასვლის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა.
ახლა, როდესაც კლუბის წინააღმდეგ საქმე გრძელდება, ქინქლაძე გულშემატკივრებს გვერდში უდგას. ის „მეინ როუდის“ იმ მძიმე წლებსა და ტრიბუნებიდან წამოსულ უსაზღვრო ერთგულებას იხსენებს.
როგორც უნდა დასრულდეს სააპელაციო პროცესი, ერთი რამ ცხადია: ქინქლაძეს „სიტი“ ისევე უყვარს, როგორც თითქმის 30 წლის წინ, როდესაც ამ გუნდის მაისური პირველად მოირგო.