მადრიდის „ატლეტიკო“ „რივერ…



🚨 მადრიდის „ატლეტიკო“ „რივერ პლეიტის“ მეკარეს, სანტიაგო ბელტრანს აკვირდება. კლუბში მას იან ობლაკის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

21 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული ვარიანტია, თუმცა კლუბებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

„რივერ პლეიტი“ ბელტრანის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მლნ ევროს ითხოვს. არგენტინული კლუბი ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზეც მუშაობს, რათა თანამშრომლობა 2027 წლის დეკემბრის შემდეგაც გააგრძელოს.

(წყარო: Fichajes)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!