ჯეიმი კარაგერის განცხადებით…



🚨 ჯეიმი კარაგერის განცხადებით, მთავარი აქცენტი „მანჩესტერ სიტის“ მფლობელებზე უნდა გაკეთდეს და არა თავად კლუბზე. მისი თქმით, სანამ ისინი სათავეში რჩებიან, ეს სკანდალური ჩრდილი კლუბს არასოდეს მოცილდება.

ჯეიმი კარაგერი: „ვერ ვხედავ გზას, თუ როგორ შეიძლება ამ მფლობელებმა მუშაობა გააგრძელონ. ეს ლაქა იმდენად დიდია და პროცესი იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ სანამ ეს ხალხია სათავეში, კლუბის რეპუტაცია მუდამ შელახული იქნება.

პრობლემა არა „მანჩესტერ სიტიში“, არამედ მის მფლობელებშია. სწორედ მათ ჩააგდეს კლუბი ამ მდგომარეობაში. სანამ ისინი აქ არიან, ეს თემა დღის წესრიგიდან არასოდეს გაქრება.

ამ ადამიანებმა „სიტი“ არა ფულის საშოვნელად, არამედ პიარისთვის იყიდეს. ეს იყო „სპორტსვოშინგი“ და სხვა არაფერი. ახლა კი მათი გეგმები სრულად ჩაიფუშა.“

(წყარო: The Overlap)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!