მადრიდის „ატლეტიკოში“…
🚨 მადრიდის „ატლეტიკოში“ „იუვენტუსიდან“ ჯონათან დევიდის გამოსასყიდად 25 მლნ ევროს ოდენობის ოფციის გააქტიურებას გეგმავენ, რათა ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერი გააფორმონ.
26 წლის ფორვარდმა ზედიზედ სამ შეხვედრაში — „რეალ სოსიედადის“, „ოსასუნასა“ და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გაიტანა.
დევიდის შეძენა მადრიდელებს მზა შემცვლელს მისცემს იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ხულიან ალვარესი გუნდს დატოვებს.
(წყარო: Fichajes)