იან რაიტი „მანჩესტერ სიტის“…



🚨 იან რაიტი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამოტანილ ვერდიქტზე საუბრობს:

„ეს წარმოუდგენელი მასშტაბის თაღლითობაა.

სულ „სიტიზე“ და მათ განვლილ გზაზე ვფიქრობ. ფინანსები ჰქონდათ, რომ მოეთმინათ, თუმცა შედეგის სწრაფად მიღწევა სურდათ. მათ შეგნებულად გააყალბეს ფინანსური დოკუმენტაცია, რათა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კონკურენცია გაეწიათ. მათ აბსოლუტურად არასწორი გზა აირჩიეს.

რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად მწყდება გული. გულშემატკივრებს აქვთ სრული უფლება, მიღწეულით იამაყონ, რადგან მათ არწმუნებდნენ, რომ კლუბში ყველაფერი წესრიგში იყო.

მფლობელების და მათი საქციელის მიმართ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ. ისინი უმდიდრესი ადამიანები არიან და შეეძლოთ ყველაფერი წესების დაცვით გაეკეთებინათ, თუმცა ეს არ ისურვეს, რადგან ეს მხოლოდ მათი ამბიციების პროექტია.

ყოველთვის მქონდა იმედი, რომ კლუბის, ფეხბურთელებისა და ფანების გამო, ისინი დამნაშავეები არ აღმოჩნდებოდნენ. წლების განმავლობაში ამ გუნდს ვაქებდით — ბრწყინვალე ფეხბურთელები და საოცარი სანახაობა.

თუმცა, მათ ითაღლითეს და წერტილი.

მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ინგლისური ფეხბურთი ან გულშემატკივარი. მათ გამარჯვება მხოლოდ პიარისთვის სურდათ.

ეს ყველაფერი ერთი დიდი აბსურდია.“

(წყარო: We Are The Overlap)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!