პოლ მერსონმა ისაუბრა, თუ როგორ…



🚨 პოლ მერსონმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა დაისაჯოს „მანჩესტერ სიტი“ ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის დამტკიცების შემდეგ:

🗣️ „პირველ რიგში, მათ ყველა ტიტული უნდა ჩამოერთვათ. ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია.

ეს ჩვენ გამო კი არა, მომავალი თაობებისთვისაა საჭირო. 50, 60 თუ 70 წლის შემდეგ, როდესაც ისტორიას გადახედავენ და ნახავენ, რომ „მანჩესტერ სიტი“ დომინირებდა, იქ არსად ეწერება, რომ მათ წესები დაარღვიეს. სწორედ ამიტომ, ეს ტიტულები უნდა გაუქმდეს.

იმას არ ვამბობ, რომ ეს ჯილდოები მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცეთ, რადგან ესეც ერთგვარი დარტყმა იქნება.

თუმცა, მათი მიღწევები ისტორიიდან უნდა წაიშალოს. ჩემი აზრით, მათი დომინაციის პერიოდი სრულად უნდა გაუფასურდეს, რადგან მათ ამ ყველაფერს წესების დარღვევით მიაღწიეს.

ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ საქმე „არსენალს“ ეხება, თუმცა ფაქტია — ისინი „მეთოფეების“ საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობდნენ და სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებდნენ.

არსენ ვენგერი ახალი პროექტის შექმნას ცდილობდა, სტადიონს აშენებდა და პარალელურად წარმატების მიღწევას ლამობდა... ამ დროს კი „სიტი“ საკუთარი წესებით თამაშობდა, „არსენალის“ ლიდერებს იბირებდა და თავისთან მიჰყავდა.

ამით „არსენალი“ კიდევ უფრო სუსტდებოდა! ასე რომ, ჩემთვის პირველი და უალტერნატივო გადაწყვეტილება ტიტულების ჩამორთმევაა“.

(წყარო: Sky Sports)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!