მანჩესტერ იუნაიტედი“ და…
🚨 „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ „ბენფიკას“ მცველის, ტომაშ არაუჟოს მიმართ ინტერესს სულ უფრო ზრდიან.
ორივე კლუბის სკაუტები 24 წლის ფეხბურთელს გასულ თვეში აკვირდებოდნენ. მცველი „ტოტენჰემის“, „ნიუკასლისა“ და „ბრაიტონის“ თვალსაწიერშიც მოხვდა.
მისი იანვარში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა — არაუჟომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელშიც 80 მლნ ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტი ჩაიდო.
(წყარო: Teamtalk)