იუვენტუსში“ „ლივერპულის“…



🚨 „იუვენტუსში“ „ლივერპულის“ კაპიტნის, ვირჯილ ვან დეიკის დამატების ვარიანტს განიხილავენ. გამოცდილ მცველს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

35 წლის ფეხბურთელი იმ პოტენციურ თავისუფალ აგენტთა შორის მოიაზრება, რომელთაც ტურინელები აკვირდებიან. „იუვეში“ მისი ფიზიკური კონდიციების შეფასებას აგრძელებენ.

ვან დეიკის ტრანსფერი განსაკუთრებით აქტუალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ ტურინული კლუბი მომავალ ზაფხულს გლეისონ ბრემერს გასხვისებს.

(წყარო: La Gazzetta dello Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!