ერლინგ ჰოლანდის აგენტებმა…
🚨 ერლინგ ჰოლანდის აგენტებმა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას უკვე გააცნეს ის სავარაუდო ფასი და სახელფასო მოთხოვნები, რაც მომავალში ნორვეგიელის ტრანსფერს დასჭირდება.
ჟოან ლაპორტას სურს, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი კლუბის მთავარ სახედ აქციოს. პრეზიდენტი ამ ხმაურიან ტრანსფერს „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ გეგმავს.
კატალონიურ გრანდში ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერს 2027 ან 2028 წლისთვის განიხილავენ.
(წყარო: Juan Jesus)