მანჩესტერ სიტი“ დამოუკიდებელი…



🚨 „მანჩესტერ სიტი“ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილების საკვანძო პუნქტებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომისიის დასკვნით, შეიხ მანსურმა არაფერი იცოდა იმ გარიგებების სერიის შესახებ, რომლებსაც დოკუმენტში „ფიქტიური“ ეწოდა.

„სიტიში“ აპირებენ ამტკიცონ, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, მანსურს საკუთარი 830 მლნ ფუნტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა.

კლუბი ასევე აპროტესტებს ტერმინ „ფიქტიურის“ (sham) გამოყენებას. ხელმძღვანელობის არგუმენტით, ეს სპეციფიკური იურიდიული ტერმინია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არასწორად გამოიყენეს.

(წყარო: Mike Keegan)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!