პორტუგალიის ფეხბურთის…
🚨🇵🇹 პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია კრიშტიანუ რონალდუსთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. ნაკრების ბანაკიდან მისი სკანდალური წასვლის შემდეგ, მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა, თუმცა ფედერაციაში კონფლიქტის ამოწურვა სურთ.
მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული. რონალდუ მოლაპარაკებებზე თანახმაა. პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუშიც ჩაერთვება.
ფედერაციის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ლეგენდარული პორტუგალიელის სანაკრებო კარიერა ასე დასრულდეს. მათ სჯერათ, რომ რონალდუ ღირსეულ დამშვიდობებას იმსახურებს — ზუსტად ისეთს, როგორიც მის ეპოქალურ კარიერას შეეფერება.
(წყარო: MARCA)