მანჩესტერ სიტის“ თავმჯდომარ??…



🚨 „მანჩესტერ სიტის“ თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი დიდი ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრ ჯონათან რეინოლდსს დაუნინგ სტრიტზე შეხვდა. ეს შეხვედრა ზუსტად 11 დღით ადრე შედგა, სანამ მედიაში „სიტის“ დამნაშავედ ცნობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა.

ალ მუბარაქმა, რომელიც აბუ-დაბის სუვერენულ ფონდ „მუბადალას“ ხელმძღვანელობს, ბრიტანეთში საამიროების მიმდინარე და სამომავლო ინვესტიციები განიხილა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის, უსაფრთხოების, დაზვერვისა და სავაჭრო კავშირების გაფართოებაზე.

შეხვედრის დრომ შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მისამართით კითხვები კიდევ უფრო გაამრავლოს. საქმე ისაა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურმა პირებმა ბრიტანული მხარე მანამდეც გააფრთხილეს — „სიტის“ მკაცრმა დასჯამ შესაძლოა ბრიტანეთში არაბულ ინვესტიციებს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

(წყარო: Bloomberg / Alex Wickham)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!