ლივერპული“ — 1989-1990 წლების…
🔴 „ლივერპული“ — 1989-1990 წლების სეზონის ჩემპიონი!
1990 წელს „მერსისაიდელებმა“ ინგლისის ჩემპიონობა მე-18-ედ იზეიმეს. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ბოლო 17 სეზონში მოპოვებული მე-11 ტიტული იყო.
ამ ტრიუმფის შემდეგ „წითლებს“ მომდევნო ჩემპიონობამდე 30-წლიანი ლოდინი მოუწიათ.
იმ სეზონში გუნდმა მხოლოდ 5 მატჩი წააგო. ჯონ ბარნსი და პიტერ ბირდსლი ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ, ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე კი თავისი წვლილი იან რაშმაც შეიტანა — ლეგენდარულმა ფორვარდმა 18 გოლი გაიტანა.
ვინ იყო თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი „ლივერპულის“ იმ შემადგენლობიდან? 🤔