ბარსელონას“ მხრიდან რეალური…



🚨 👀 „ბარსელონას“ მხრიდან რეალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, პედრო პორომ შესაძლოა „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ დატოვება გადაწყვიტოს.

27 წლის ფეხბურთელი ამჟამად ლონდონურ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა თუ გუნდის წარუმატებელი შედეგები გაგრძელდება, ის საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაფიქრდება.

ესპანელმა მცველმა „ტოტენჰემთან“ ახალ, 2031 წლამდე მოქმედ კონტრაქტს ხელი ამ ზაფხულს მოაწერა. ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციასაც მოიცავს.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!