ტურინის „იუვენტუსი“…



🚨 ტურინის „იუვენტუსი“ „სანდერლენდის“ თავდამსხმელით, ბრაიან ბრობით ინტერესდება. იტალიურმა კლუბმა ახლახან ნიდერლანდების ნაკრების მატჩზე სკაუტიც კი მიავლინა, რათა ფეხბურთელის თამაშს ადგილზე დაკვირვებოდა.

24 წლის ფეხბურთელმა სპალეტის მოწონება უკვე დაიმსახურა. ის ტურინელთა სატრანსფერო სიაშია და კლუბი მის შეძენას მომავალ ზაფხულს გეგმავს.

ბრობის ტრანსფერი, შესაძლოა, დაახლოებით 40 მლნ ევრო დაჯდეს. ნიდერლანდელ ფორვარდს „სანდერლენდთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

(წყარო: La Gazzetta dello Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!