არსენალს“ საკმარისი ფინანსური…
🚨 „არსენალს“ საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის შესაძენად მსხვილი ტრანსფერი დაგეგმოს.
ნორვეგიელის გარემოცვა კლუბის შეცვლას 2027 წლისთვის განიხილავს. როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელი უპირატესობას კარიერის ესპანეთში გაგრძელებას ანიჭებს.
„ბარსელონაში“ ამ მიმართულებით პოზიციებს აქტიურად იმყარებენ, თუმცა მადრიდის „რეალიც“ ერთ-ერთი მთავარი პოტენციური ვარიანტია.
(წყარო: TEAMtalk)