იუვენტუსი“ „ბრენტფორდის“…



🚨 „იუვენტუსი“ „ბრენტფორდის“ მარჯვენა მცველის, მაიკლ კაიოდეს კლუბში დაბრუნებით დაინტერესდა.

იტალიელი ფეხბურთელი სწორედ ტურინული კლუბის აკადემიის აღზრდილია. მან თავი ჯერ „ფიორენტინაში“ დაიმკვიდრა, რის შემდეგაც ინგლისურ „ბრენტფორდში“ გადავიდა.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა კაიოდეს პროგრესს რამდენიმე სეზონია აკვირდება, თუმცა ფეხბურთელის მზარდმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა გარიგება გაართულოს.

(წყარო: La Gazzetta dello Sport)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!