კრიშტიანუ რონალდუმ…
🚨 კრიშტიანუ რონალდუმ „ინსტაგრამზე“ მოიწონა პოსტი, რომელშიც ფელიპე მელო პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეებს კაპიტნისადმი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს.
ბრაზილიელმა რონალდუსადმი პორტუგალიელთა დამოკიდებულება იმ უდიდეს პატივისცემას შეადარა, რომელსაც ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების თანაგუნდელებისგან იღებს.
🗣️ ფელიპე მელო: „პორტუგალიაში რონალდუს ისე არ ეპყრობიან, როგორც არგენტინელი ფეხბურთელები — მესის.
იქ კრიშტიანუს დონესთან ახლოსაც ვერავინ მივა.
შეიძლება ვცდები, მაგრამ გვერდიდან ასე ჩანს — მოედანზე მეტოქეები რონალდუსადმი ბევრად მეტ პატივისცემას იჩენენ, ვიდრე მისივე თანაგუნდელები“.