ამ ფეხბურთელმა კარიერის…



👀 ამ ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლიგაში ითამაშა და გასახდელი უამრავ ვარსკვლავთან გაიყო.

„მონაკოში“ ის იურგენ კლინსმანის გვერდით თამაშობდა, „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კი რაის თანაგუნდელი გახდა. მოგვიანებით მისი კარიერა მილანის „ინტერში“ გაგრძელდა, სადაც რონალდოსთან ერთად ასპარეზობდა.

გერმანიაში, „კაიზერსლაუტერნის“ შემადგენლობაში, მისი პარტნიორი მიროსლავ კლოზე გახლდათ, ხოლო „ბოლტონში“ თამაშისას — ჯეი-ჯეი ოკოჩა.

ის უმაღლესი კლასის შემტევი ნახევარმცველი იყო და დიდ წარმატებას სანაკრებო დონეზეც მიაღწია.

იცნობთ ფეხბურთელს?
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!