ლივერპულის“ სამიზნე ხილბერტო…



🚨 „ლივერპულის“ სამიზნე ხილბერტო მორა კარიერის გაგრძელებას პრემიერ ლიგის ნაცვლად მადრიდის „რეალში“ ან „ბარსელონაში“ ამჯობინებს.

„ლივერპულში“ 17 წლის ტალანტს უკვე რამდენიმე სეზონია აკვირდებიან, თუმცა მისი ხელში ჩაგდების მსურველი ბევრია და ინგლისურ კლუბს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

„ტიხუანა“ მორას სანაცვლოდ მინიმუმ 40 მლნ ფუნტს მოითხოვს, მისი ტრანსფერი კი, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს შედგება.

(წყარო: Football Insider)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!