თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ…



🚨 თომას ტუხელმა დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „მანჩესტერ სიტი“ მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში დაქვეითდება, ინგლისის ნაკრებში კლუბის ფეხბურთელების გამოძახებას მაინც განიხილავს.

🗣️ თომას ტუხელი: „შანსი ყოველთვის არსებობს.

მიმაჩნია, რომ ყოველთვის ვეცდები შეკრებისთვის, კონკრეტული მატჩისთვის თუ ტურნირისთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო. არასდროს გამოვრიცხავ იმ ფეხბურთელების მიწვევას, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უმაღლეს დივიზიონში არ ასპარეზობენ.

ასე რომ, ყველა შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება“.

(წყარო: ESPN)
კომენტარები ჯერ არ არის — იყავი პირველი!