ბარსელონა“ ჟიულ კუნდეს…
🚨 „ბარსელონა“ ჟიულ კუნდეს იანვარში გასხვისების ვარიანტს განიხილავს. კატალონიელები მზად არიან ფრანგი მცველი სოლიდური შეთავაზების შემთხვევაში დათმონ, რათა კლუბის ბიუჯეტი შეავსონ.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს „ჩელსი“ იჩენს. მართალია, ზაფხულში მხარეებს შორის კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა ლონდონელები სიტუაციას კვლავ ყურადღებით აკვირდებიან.
თავად კუნდე „ბარსელონადან“ წასვლას არ ჩქარობს. ამ ეტაპზე ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
(წყარო: CaughtOffside)