ტოტენჰემში“ კაორუ მიტომას…
🚨 „ტოტენჰემში“ კაორუ მიტომას ტრანსფერს აქტიურად აკვირდებიან — რობერტო დე ძერბის „ბრაიტონის“ გარემარბთან კვლავ გაერთიანება სურს.
მიტომას მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც „ბრაიტონს“ ფეხბურთელის იანვარში, შედარებით დაბალ ფასად გასხვისება მოუწევს.
29 წლის ფეხბურთელის სიტუაციას „ლივერპულშიც“ აკვირდებიან, მიუნხენის „ბაიერნს“ კი მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები წარსულში უკვე ჰქონდა.
(წყარო: TEAMtalk)